„იბერია 1999“ საქართველოს ჩემპიონია

საფეხბურთო კლუბი „იბერია 1999“, რომელსაც ამ სეზონის დაწყებამდე „საბურთალო“ ერქვა, საქართველოს ჩემპიონი გახდა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა, 35-ე ტურში „გაგრას“ სძლია და პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მეტოქეებისთვის მიუღწეველია. ეს კლუბის ისტორიაში ჩემპიონის მეორე ტიტულია, თუმცა სჯობს, ყველაფერი თავად იხილოთ. ქვემოთ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ყველა ჩემპიონი კლუბის ჩამონათვალს გთავაზობთ:

19 - თბილისის „დინამო“ (1990, 1991, 1991/92, 1992/93, 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022);
4 - ქუთაისის „ტორპედო“ (1999/00, 2000/01, 2001/02, 2017);
2 - „იბერია 1999“ (2018, 2024);
2 - „ვიტ ჯორჯია“ (2003/04, 2008/09);
2 - „რუსთავი“ (2006/07, 2009/10);
2 - „ზესტაფონი“ (2010/11, 2011/12);
2 - ბათუმის „დინამო“ (2021, 2023);
1 - „სამტრედია“ (2016);
1 - გორის „დილა“ (2014/15);
1 - ბოლნისის „სიონი“ (2005/06).