მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი თბილისში, უკრაინასთან მატჩით გახსნა. „ჯვაროსნები“ 9 ათასი გულშემატკივრის წინაშე დაძაბულ ბრძოლაში 79:92 დამარცხდნენ.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს ესპანეთში გამართავს.