თბილისში, სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" დაგვიდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი ძველი ავტოსადგომის ტერიტორიაზე, ე.წ. დაშლილებში გაჩნდა.
ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
