დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილების სახელოსნოში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ფართობია დამწვარი.
