საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

თბილისი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს.

ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ.

ალექსანდრა კუვაევამ ფინალში რუმინელ მეტოქეს ანგარიშით 15:11 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.