თბილისი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრა კუვაევას, ანასტასია ასათიანის, ანასტასია ცანავასა და თამარ კვინიკაძის შემადგენლობით.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის, ჩინეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაამარცხა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ. მან ფინალში რუმინელ მეტოქეს ანგარიშით 15:11 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
