საუდის არაბეთის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრის“ თანამფლობელი გახდება კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ.
როგორც გაზეთი Marca წერს, კრიშტიანო კლუბის 5-პროცენტიან წილს მიიღებს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ რონალდო მოლაპარაკა „ალ-ნასრს“ ახალ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ერთ სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე მოქმედებს.
რონალდო „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. ჯამში მან 90 მატჩი ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა.