ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთშია - ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი პარი სენ-ჟერმენში ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთშია - ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ახალ საფეხბურთო გუნდში სადებიუტო მატჩისთვის იწყებს მზადებას. პარი სენ-ჟერმენში კვარაცხელიას პირველი თამაში 26 იანვარს გაიმართება.

ლიგა ერთის მე-19 ტურში საშინაო დაპირისპირება რემსთან შედგება. ახალ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია შვიდი ნომრით იასპარეზებს, რომელიც მანამდე კლუბის საუკეთესო თავდამსხმელს კილიან მბაპეს ეკუთვნოდა.

ნაპოლიდან წამოსვლის შემდეგ, კვარაცხელიამ ემოციური ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. "მიჭირს, რთულია, მაგრამ წასვლის დრო მოვიდა... მემახსოვრება ყოველი დღე" - ამბობს ქართველი ფეხბურთელი ვიდეო მიმართვაში.