საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
მთავრობის ინფორმაციით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ.
