ნიკა ეგაძე ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამას წარადგენს

მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა გრძელდება.

10 თებერვალს საქართველოს მოკლე პროგრამით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე წარადგენს. პირდაპირ რეპორტაჟს 21:30 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნიკა ეგაძე შეჯიბრებაზე 26-ე ნომრად გამოვა. ასპარეზობაში 29 მოციგურავე იღებს მონაწილეობას, ხოლო თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლებასა და მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობას საუკეთესო შედეგის მქონე 24 სპორტსმენი მიიღებს. აღნიშნულ დისციპლინაში თავისუფალი პროგრამა 13 თებერვალს არის დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.