პარიზის გრანდ სლემზე 14 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 1-2 თებერვალს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი – პარიზის გრანდ სლემი გაიმართება. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს – 12 მამაკაცი და 2 ქალი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ: თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი
81 კგ: კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ნიკოლოზ ზაალიშვილი
+100 კგ: საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში როგორც გამოცდილი სპორტსმენები, ასევე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებიც მიიღებენ მონაწილეობას.