„ბორჯღალოსნებმა“ ნიდერლანდების ნაკრები 61:12 დაამარცხეს

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე თამაში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართეს და დიდი უპირატესობით მოიგეს.

ნიდერლანდების ნაკრებთან დაპირისპირების პირველი ნახევარი ასევე „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით - 5:28 დასრულდა. გასვლითი მატჩი ამსტერდამში გაიმართა.