სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასი ჩატარდა, სადაც სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა მეოთხედფინალში ტუნისელ მოფარიკავეს 15:14 სძლია, ნახევარფინალში კი კორეელ სპორტსმენთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთმა ქართველმა, ბექა ბაზაძემ დაძაბული ბრძოლების ფონზე T64-ში შესვლა მოახერხა. ტურნირში ასევე იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა: ვახტანგ არჩვაძემ, ალექსანდრე თავართქილაძემ, დავით თავართქილაძემ და ალექსანდრა კუვაევამ.

მსოფლიო თასზე 253 მოფარიკავე გამოდიოდა.