მეტელკინასა და ბერულავას ბიუჯეტიდან 500-500 ათას ლარს გადასცემენ

 „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე მოციგურავეები პრემიის სახით 500 ათას ლარს მიიღებენ

 ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში პირველი მედლები მოიპოვეს. მათ ფიგურულ ციგურაობაში 221.75 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ