მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბარსელონას“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:7.

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის დაპირისპირებაში კატალონიელებმა უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს და მატჩის დიდი ნაწილი ფორმალობად იქცა. მასპინძლები ფრენკი დე იონგმა მე-3 წუთზე დააწინაურა. პირველ ტაიმში ვალენსიელებს თითო გოლი ფერან ტორესმა და რაფინიამ გაუტანეს, ხოლო ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა და „ბარსამ“ ტაიმი 5:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ უგო დურომ (59) სხვაობა შეამცირა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკიმ (66) ხუთბურთიანი სხვაობა აღადგინა, ხოლო „ვალენსიას“ მცველმა, სეზარ ტერეგამ (75) ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მატჩი საქართველოს ნაკრების მეკარესთვის ძალიან რთული გამოდგა. თუმცა, რეალურად, მამარდაშვილი მხოლოდ მესამე გოლის დროს შეცდა. გიორგის 5.0 ქულა დაუწერეს, რაც მისი ესპანური კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება აღმოჩნდა.

21 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.