თბილისი იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის გიორგი ურუშაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, მან ფინალში თურქ ჯანდენიზ ბერაქი დაამარცხა.
ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში რუმინელი ნახევარფინალში კი უნგრელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.
