ქართველმა სპორტსმენებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. ცერემონია ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე გაიმართა.

ოლიმპიურ დელეგაციათა ტრადიციულ აღლუმში საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური - ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა - ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ზამთრის შემდეგი ოლიმპიური თამაშები კი საფრანგეთში გაიმართება.