საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და რუმინეთის ნაკრებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი ავჭალის სტადიონზე ჩატარდა. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხეს და ესპანეთში გამგზავრების საგზური მოიპოვეს.

მატჩში საუკეთესო მორაგბედ თორნიკე ჯალაღონია დასახელდა.

ამ თამაშით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს.

ეროვნული ნაკრების თამაშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.