საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევრო 2027-ის შესარჩევ ჯგუფში მალტას უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-2 წუთზე სტუმართა მცველმა მატიას ელულიმ გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში მოსალოდნელი სცენარით განვითარდა და რამაზ სვანაძის გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მე-9 წუთზე ლუკა წულუკიძემ წონასწორობა აღადგინა, 21-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ დააწინაურა, ხოლო 42-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა, სანდრო ნარიმანიძემ შორიდან ეფექტური დარტყმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

მეორე ტაიმიც ქართველი ფეხბურთლებისუპირატესობით წარიმართა, 78-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანარიში დააფიქსირა – 4:1.

ევრო 2027-ის შესარჩევ ციკლში გამართული 7 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ჯგუფის ლიდერები კი საბერძნეთი (18) და გერმანია (15) არიან.