მსხალაძემ ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში ოქროს, ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა

წარმატებული გამოდგა ქართველი ძალოსნების გამოსვლა ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატის მეოთხე დღეს. ჩვენმა სპორტსმენებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.

88 კგ. წონით კატეგორიაში, ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მანუჩარ გოგოხიამ (166 კგ ასწია). აკვრაში ოქროს მედალი დაიმსახურა ზურაბ მსხალაძემ (200 კგ), თუმცა ორჭიდის ჯამში მეორე ადგილი დაიკავა (363 კგ).

ევროპის ჩემპიონი მოლდოველი მარინ რობუ გახდა (373 კგ, ორჭიდის ჯამში).