ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ორი წევრი, მარიამ მურღვლიანი და ანასტასია ჰოტფრიდი გამოვიდა.
ჰოტფრიდმა ატაცში მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, აკვრაში 144 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში (262 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მურღვლიანმა ატაცში 108 კგ, აკვრაში კი 130 კგ. დაძლია და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონი კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, ემილი კემპბელი გახდა.
