საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, მამაკაცებს შორის „ATP Challenger Tour“-ის საერთაშორისო ტურნირის გაიმართა.

ფინალში საბა ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ცინა ორ სეტში - 7:6, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდნენ.

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ATP Challenger-ის ჩემპიონატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების მიხედვით პროფესიონალ ჩოგბურთელებს ATP Tour-ის უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.