გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – 22 წლის ქართველმა ანგოლის წარმომადგენელი, ლეონარდო ბაროსი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უნგრელ მარტონ ანდრასს შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, ნახევარფინალში გიორგის სავარაუდო მეტოქე იაპონელი ნაგაიამა იქნება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) – ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.