გამოქვეყნდა პრემიერლიგის ახალი სეზონის კალენდარი

ინგლისის პრემიერლიგამ გამოაქვეყნა 2025-26 წლების სეზონის კალენდარი.

ჩემპიონატი სტარტს აიღებს 15 აგვისტოს შეხვედრით, რომელშიც ჩემპიონი „ლივერპული“ შინ მიიღებს „ბორნმუთს“.

სეზონი 24 მაისს დასრულდება – 20-ივე კლუბი ერთდროულად უთამაშებს.

I ტურის განრიგი

15 აგვისტო. ლივერპული-ბორნმუთი;  16 აგვისტო. ასტონ ვილა-ნიუკასლი, ბრაიტონი-ფულჰემი, ნოტინგემი-ბრენტფორდი, სანდერლენდი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-ბარნლი, ვულვერჰემპტონი-მანჩესტერ სიტი; 17 აგვისტო. ჩელსი-კრისტალ პალასი, მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი; 18 აგვისტო. ლიდსი-ევერტონი.