ილია თოფურიას ბარათი UFC-სთვის რეკორდულ ფასად გაიყიდა

მსუბუქი წონაში UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი ილია თოფურიას ახალწვეულის ბარათი - 2022 წლის Prizm UFC Black Prizm 1/1 Goldin Auctions-ის მეშვეობით 101,000 დოლარად გაიყიდა. UFC-ის ჩემპიონის აღნიშნული ბარათი კერძო პირის მფლობელობაში იყო. მისი გაყიდვა აუქციონზე ახლახან დადასტურდა.

ეს გაყიდვა UFC-ის ბარათების ისტორიაში რეკორდულია.

წინა რეკორდი ხაბიბ ნურმაგომედოვის 2014 წლის Topps UFC Knockout 1/1 ავტოგრაფიან ბარათს ეკუთვნოდა, რომელიც 2022 წლის მაისში 79,200 დოლარად გაიყიდა.

ასეთი თანხა საოცარია თოფურიას ბარათისთვის, ვინაიდან მებრძოლის წინა ყველაზე ძვირად ღირებული ბარათი მხოლოდ 6,000 დოლარად იყო გაყიდული.

Market Movers-ის მიხედვით, თოფურიას ბარათების გაყიდვების საერთო მოცულობა ბოლო წლის განმავლობაში (ბოლო რეკორდული გაყიდვის გამოკლებით) 55,500 დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 56%-ზე მეტადაა გაზრდილი.