გამოვლენ თუ არა მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ძმები ციხიდან?-ექსპერტის პასუხი

ამ მკვლელობას 90-იან წლებში ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი მოჰყვა. 1989 წელს, ბევერლი ჰილზში, საკუთარ სახლში ცოლ-ქმარი დახვრიტეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი მათმა შვილებმა, ძმებმა მენენდესებმა მოკლეს.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ძმები საზარელი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ. მათ შესახებ Netflix-მა რამდენიმე სერიად დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო. ფილმი უკვე გამოვიდა და საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

ძმებმა, ლაილიმ და ერიკიმ მშობლები სანადირო თოფით დახოცეს. მათ დედას, კიტის, ათჯერ ესროლეს. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ლაილმა დარეკა პოლიციაში და ყვიროდა: „ვიღაცამ მოკლა ჩემი მშობლები“. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ სროლები შესაძლოა ხოსეს (მამის) კარიერას უკავშირდებოდა.

ძმებზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მშობლების სიკვდილიდან მალევე მათ ძვირადღირებული მანქანების ყიდვა დაიწყეს და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ მამის ქონებიდან. ითვლება, რომ წყვილმა 700 000 დოლარი დახარჯა მანქანებზე, ტანსაცმელსა და საათებზე ნაღდი ფულით, ხოლო ლაილმა რესტორანიც კი იყიდა.

ექსპერტების აზრი: რამდენად სავარაუდოა, რომ ძმები გათავისუფლდებიან?

2023 წლის მაისში ძმებმა წარადგინეს „habeas corpus-ის“ სარჩელი, რომელშიც თქვეს, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. ამის გამო ისინი ითხოვდნენ მტკიცებულებათა გადახედვას. 

3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორმა, ჯორჯ გასკონმა, ძმების საქმისადმი განახლებულ ინტერესზე მიუთითა. პროკურორმა თქვა, რომ ოფისი განიხილავს ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც მათმა ადვოკატმა წარადგინა 2023 წელს habeas corpus-ში. ერთი შეხედვით, ეს მტკიცებულებები ეჭვქვეშ აყენებს მათი პატიმრობის კანონიერებას.

მაგრამ რამდენად სავარაუდოა, რომ ძმები ციხიდან მალე გათავისუფლდებიან ? 

ლოს-ანჯელესის ოლქის ყოფილმა მოადგილემ, ოლქის პროკურორმა დიმიტრი გორინმა განუცხადა PEOPLE-ს, რომ habeas-ის წარდგენა საქმის არსებით მიმდინარეობას არ ცვლის. 

„არ ვიცი, რამდენად იმოქმედებს ეს მტკიცებულება საქმეზე. რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი მტკიცებულება. ძმებზე სექსუალური ძალადობა ტრაგიკული ამბავია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ცვლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს“,- განაცხადა პროკურორმა.