საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფშია

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეი ოფში გავიდა.

 

ცნობილი გახდა ახალგაზრდული ნაკრებების ევრო 2025-ის პლეი ოფის ყველა მონაწილე. საქართველოსთან ერთად, ბოლო სამი საგზურისთვის იბრძოლებენ:

ხორვატია, ფინეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ბელგია.

ექვსი ნაკრები ორმატჩიანი პლეი ოფის სამ წყვილს შეადგენს. პირველი მატჩები 11 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი – 19 ნოემბერს.

ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს. ამ მომენტისთვის ცნობილია 13 ფინალისტი:

სლოვაკეთი (მასპინძელი), ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, დანია, უკრაინა, ინგლისი, რუმინეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, სლოვენია.