მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ტარდება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმიც მიმდინარეობს. მოლდოვის კანონმდებლობის ნორმების მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ.

საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოლდოველების დაახლოებით 60% უჭერს მხარს.

მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, 33%-იანი აქტივობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.