მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 82
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა გამოწვეულია ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული დიდი ზომის მიწის მასით.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 109-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია დიდი ზომის მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
