საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 08:07 საათზე დაფიქსირდა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურის დასავლეთით შვიდ კილომეტრში, სოფელ ხონჭიორში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.