სიღნაღში 33 წლის კაცი დაიღუპა - ის ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა

 სიღნაღში 33 წლის კაცი დაიღუპა - ის ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა. ამიე შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ახალგაზრდა კაცი ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული თხრილი ვერ შენიშნა შედეგად, ტექნიკა გადაბრუნდა და ახალგაზრდა კაცი ქვეშ მოიყოლა