სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა დასასმელი წყლის მომხმარებლებ კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 128,856ლარ ჩამოაწერა,  მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 46,946 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 64,171 ლარი, ხოლო  წყალმომარაგების სექტორში - 17,739 ლარი.  

მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტშიშესული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ ანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიება შესალებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვისგანცხადებებით მიმართვა შესაძლებელიელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.