თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ისევ შეუწყდება - ჩამონათვალი

"თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის, პეტრიწის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, გიორგიბრწყინვალეს, მეფემირიანის, დემეტრეთავდადებულის, პეტრეიბერის, ავთანდილის, თინათინის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის და ერედვის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას მოედნის, კანდელაკის, გაგარინის, ანაგის, შარტავას და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის გამზირის, სარაჯიშვილის, კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელის, იაკობ ნიკოლაძის, 8 მარტის და ცხემის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, კაჭარავას, ჯანჯღავას, გლდანულას, კბილაშვილის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის, ჩხეიძის და მარჯანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.