თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება - ჩამონათვალი და აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება. კერძოდ, შეზღუდვები შეეხება გლდანის, კრწანისის, ისნის, დიდუბის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების ნაწილს.

 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ, რის გამოც დღეს: 

10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის რაიონში: წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, ალექსანდრე წერეთლის და ელვერ კუპატაძის ქუჩებს ჩიხებით.
11:00 საათიდან 18 დეკემბრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კრწანისი რაიონში: რუსთავის გზატკეცილი N 10ა, 10ბ, 12, 12ა, 12დ, 14
12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ისნის რაიონში: მარტყოფის ქუჩას, მარტყოფის შესახვევს, მარტყოფის 1 და 2 ჩიხებს, აბულაძის, ობსერვატორიის, დმანისის, მთავარანგელოზის, ნასაკირალის, მარინე თბილელის, სევანის, კონსტანტინე ერისთავის, ალადაშვილის და მუხაშავრიას ქუჩებს.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიდუბის რაიონში: ჩაჩავას, ჭიაურელის და ბელიაშვილის N68-106 (ლუწებს), N97-131 (კენტებს).
22:00 საათიდან 19 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდის რაიონში: სოფ. ოქროყანა მთლიანად.
18 დეკემბერს 22:00 საათიდან 19 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაკის რაიონში: შალვა ნუცუბიძის I მ/რ-ის N1,2,3,4,5,6,7,8,9,10, ერმილე ბედიას N3 და გიორგი შავგულიძის ქუჩებს.