საგანმანათლებლო კვირეული "ეფექტური კომუნიკაცია და პიროვნული განვითარება", რომელიც სამგორში მცხოვრები მოზარდებისთვის, რაიონის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული, დასრულდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა თემატიკის ხუთდღიანი ტრენინგები ბაკურიანში გაიმართა.
მრავალფეროვანი აქტივობები ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებების შესრულებას მოიცავდა.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს შეხვდნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოზარდებისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.
საგანმანათლებლო კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის მიზანია მოზარდების ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა, ასევე, საჯაროდ გამოსვლის უნარების გამომუშავება და გაუმჯობესება.
დედაქალაქი
საგანმანათლებლო კვირეული "ეფექტური კომუნიკაცია და პიროვნული განვითარება" დასრულდა
- Details
- By iaiaia
- Hits: 270