თბილისში, გლდანის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, ალეკო გობრონიძის, წმინდა ნინოს, დუმბაძის და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.