წინუბანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი მოეწყო

სოფელ წინუბანში სპორტული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. 
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი  სტადიონი მშვიდობის ქუჩა N44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 836 კვ. მ. ფართობზე მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 682 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სტადიონი გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.