მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა - ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
"მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.
აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, დილით დაახლოებით 09:00 საათისთვის მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ამომსვლელი ესკალატორი გაფუჭდა და მგზავრებს, ზედა ვესტიბიულში ასვლა ფეხით უწევდათ. სატრანსპორტო კომპანიამ ესკალატორის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრამდე მეტროსადგური დროებით დახურა.
No article in the selected categories