სამგორის რაიონში სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
სამგორის რაიონის გამგეობა, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი გარემოს შექმნის მიზნით, სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, N131 საჯარო სკოლაში სახურავისა და ღობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გადახურვა განხორციელდება, ხოლო 245 გრძივ მეტრზე რკინის მესერი მოეწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 206 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მისი მოადგილე ზურაბ თამლიანი. მათ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროექტის მიმდინარეობისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
No article in the selected categories