- ✅რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა
- ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით, 49 გვირაბითა და 88 ხიდით, მათ შორის, რიკოთის ისტორიული, ახლად რეაბილიტირებული გვირაბით და მისი პარალელური ახალი გვირაბით
- რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს
- რიკოთის ახალი მონაკვეთის გავლას 35 წუთი დასჭირდება
- ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით
- საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია
- რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით
- რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა