სინამდვილეში, ისინი „ახლები“ კი არა, კარგად დაძველებული პოლიტიკური ფიგურები არიან. პოლიტიკას - არა, მაგრამ დაძველება ღვინოს და კონიაკს უხდება, ამიტომ ამ ნაწილში „ახალს“ ვერაფერს გეტყვით, ოღონდ ერთს კი აღვნიშნავ - მათმა გაერთიანებამ დიდი რუსი მეიგავის, ივანე კრილოვის „გედი, კალმახი და კიბო“ გამახსენა. დიახ, ზუსტად ივანე კრილოვის, რადგან გაგიკვირდებათ და, პროევროპულობას ჩემულობენ ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი არსით დიად რუსულ საქმეს აკეთებდნენ ყოველთვის. ნიკა გვარამია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მინისტრი იყო; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსულ ოკუპაციას შარვალჩახდილი, შიშველი უკანალით აპროტესტებდა და ჯარისგან „იცავდა“ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული; ელენე ხოშტარია კი „მგიმო“-ს სტუდენტი გახლდათ და არ დაგავიწყდეთ, რომ დიპლომატების ეს რუსული სამჭედლო ანუ „მგიმო“, რეალურად, საბჭოთა კავშირის დროს - „კა გე ბე“-ს აგენტებს ზრდიდა, ხოლო ამჯერად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელის გოგო-ბიჭებს ზრდის!
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონება
2022 წლის 16 ნოემბერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის მანდატი შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატი გირჩის „მეფე“, ჰერმან საბო გახდა. რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ვიდრე მანდატს შეუწყვეტდნენ, გირჩი ჯაფარიძე ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო, 1 000 ლარით დააჯარიმეს. შესაბამისად, ყველაზე ახალი ანუ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 6 იანვარით თარიღდება.
ამ დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ჰყავს მეუღლე - ნატა ქორიძე და შვილები - ალექსანდრე რაზმაძე და ეკატერინე ჯაფარიძე. დეკლარაციის შევსების მომენტში არა, მაგრამ წყვილს მესამე შვილიც ჰყავთ - კოსტა ჯაფარიძე.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ გირჩი ჯაფარიძის საკუთრებაშია 105 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეუღლე - ნატა ქორიძე ფლობს 78 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე. თიბისი ბანკში, ზურაბ ჯაფარიძეს 25 496 აშშ დოლარის ანაბარი, ხოლო საქართველოს ბანკში, ნატა ქორიძეს - 16 413 აშშ დოლარის ანაბარი ჰქონია... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.