ხობის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი მოიცავს 22 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს 57 სოფელსა და ადმინისტრაციულ ცენტრს - ქალაქ ხობს. მუნიციპალიტეტის ფართობია 676 კვ.კმ., ხოლო მოსახლეობის რიცხოვნობა - 27 800 კაცი.
2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 5 631 000 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 19 879 800 ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 172 300 ლარი; განათლება - 4 689 400 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 2 215 400 ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 640 900 ლარი.
ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვაში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, 2020-2021 წლების შემოსულობებმა 37 517 500 ლარი, ხოლო გადასახდელებმა - 35 228 800 ლარი შეადგინა. ორივე საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტმა არასათანადოდ შეასრულა ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ასევე, გადასახდელების მუხლები. კერძოდ, ხობის მერიამ სათანადოდ ვერ დაგეგმა შემოსავლების მოსალოდნელი შესრულება და 2020-2021 წლებში, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გადაჭარბებამ ჯამში 2 196 600 ლარი შეადგინა... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.