დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

ხობის მუნიციპალიტეტი მოიცავს 22 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს 57 სოფელსა და ადმინისტრაციულ ცენტრს - ქალაქ ხობს. მუნიციპალიტეტის ფართობია 676 კვ.კმ., ხოლო მოსახლეობის რიცხოვნობა - 27 800 კაცი.

2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 5 631 000 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 19 879 800 ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 172 300 ლარი; განათლება - 4 689 400 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 2 215 400 ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 640 900 ლარი.

დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 115 ხელშეკრულებით, ღირებულებით - 23 863 700 ლარი. მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების გათვალისწინებით, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე.
ვრცლად სტატია იხილეთ აქ.