ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში - აუდიტი ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტი მოიცავს 22 ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აერთიანებს 57 სოფელსა და ადმინისტრაციულ ცენტრს - ქალაქ ხობს. მუნიციპალიტეტის ფართობია 676 კვ.კმ., ხოლო მოსახლეობის რიცხოვნობა - 27 800 კაცი. 
2020-2021 წლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯები გაწეულია შემდეგ პროგრამებზე: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება - 5 631 000 ლარი; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 19 879 800 ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 172 300 ლარი; განათლება - 4 689 400 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები - 2 215 400 ლარი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 640 900 ლარი.

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში
2019-2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტმა ორი ხელშეკრულების ფარგლებში დააფინანსა სოფლების გზების ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. ორივე შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად მოახდინა პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის პროცესი წარმართა შეზღუდული კონკურენციის გარემოში. შედეგად, მუნიციპალიტეტმა, სავარაუდოდ, 321 600 ლარი დახარჯა არაეკონომიურად.
„2019 წლის 14 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის ცემენტო-ბეტონით საფარით მოწყობის სამუშაოებზე. სავარაუდო სატენდერო ღირებულება შეადგენდა 1 590 800 ლარს. დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის 5 726 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ანალოგიურ სამუშაოებად განიხილებოდა „გზების მოწყობა/რეაბილიტაცია“. შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „შარა-გზამშენი პირველმა“ და დააფიქსირა 1 272 600 ლარის შეთავაზება... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.