სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. ხოლო წინასწარი მონაცემებითვე, 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ია.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

მშენებლობა;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
ტრანსპორტი და დასაწყობება;
ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.