ორი არჩევნები, აქციები, საერთაშორისო პარტნიორების მუქარა, ფოიერვერკები და სპირიტუალური პერფორმანსები რუსთაველზე

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ იკლო და ყოველდღიური აქციებიც, თავისი შამანურ-სექტანტური რიტუალებისა თუ კრეატიულობამოკლებული, უგემოვნო პერფორმანსებით მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღიზიანებას უფრო იწვევს, ვიდრე თანაგრძნობას, გამოწვევებით სავსე 2024 წელი მალე დასრულდება. შეუძლებელია, თბილისის მერს, კახა კალაძეს არ დაეთანხმო, როდესაც თქვა, რომ გვინდა თუ არა, ახალი წელი მოვაო. დიახ, ბატონებო და ქალბატონებო (ახალგაზრდებს არ მივმართავ, რადგან თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქციებს ორგანიზატორი არ ჰყავს და „ჯენზი“ სპონტანურად, საკუთარი ინიციატივით იქცევა ისე, როგორც იქცევა, განაგრძოს ვარდისფერი და ცისფერი სათვალეებით ღრუბლებში მზერა), გაგიკვირდებათ და 1991 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დაწყებული ძმათამკვლელი ომის მიუხედავადაც დადგა მძიმე, მაგრამ მაინც ახალი 1992 წელი და „ბუნკერის“ ტელევიზიიდან, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა მოგვილოცა. სხვათა შორის, 1991-1992 წლების მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად რომ არ შეფასდა და იმ გადატრიალების მთავარი აქტორები სათანადოდ არ დაისაჯნენ, იმიტომაც ვტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე და იმიტომაც გაბედა დღევანდელი ახალგაზრდების აგრესიულმა ნაწილმა (ყველამ არა) 28-29 ნოემბერს, ფოიერვერკებით თუ პიროტექნიკით ომი პოლიციასთან, მაშინდელი გადატრიალების მთავარი აქტორების წამხედურობით, გნებავთ, იდეოლოგიური მხარდაჭერით, რომლებიც პოლიტიკური ბრძოლის ავანსცენაზე არ ჩანან, სამაგიეროდ, „ბექსთეიჯიდან“ ამღვრევენ წყალს. თორემ მშვიდობიანად იდექით, რამდენ ხანსაც გინდათ და გააპროტესტეთ, რაც გინდათ, ან რაც არ მოგწონთ...
დიახ, 2025 წელიც დადგება, შობასაც ვიზეიმებთ 7 იანვარს (მოგწონთ ეს თუ არა), ძველ ახალ წელსაც (საერთოდ არ მაინტერესებს, თუ არ მოგწონთ ორჯერ აღნიშვნა იმიტომ, რომ ჩემს საბჭოთა ბავშვობაშიც კი, ჩემი ოჯახი 13 იანვარსაც აღნიშნავდა ახალ წელს და იმაზე უფრო მეტად, ვიდრე 31 დეკემბერს), ნათლისღებასაც, არც ეს ქვეყანა გახდება რუსეთის ვასალი, ევროკავშირსა და ნატო-ზეც არ ვიტყვით უარს და ყველაფერი ისე კარგად იქნება, როგორც დაგიბარებიათ. მანამდე კი, უდიდესი გამოწვევებით სავსე 2024 წლის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპერტთან, გენერალ ამირან სალუქვაძესთან ინტერვიუში შევაჯამოთ...

სტატია სრულად იხილეთ აქ: