საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8186 ლარი ეღირება, ევრო – 2.9480 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5492 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8170 ლარი ღირდა, ევრო – 2.9536 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5480 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 თებერვალს ამოქმედდება.