იანვარში რუსეთიდან საწვავის იმპორტი 49%-ით გაიზარდა - კიდევ სად ვყიდულობთ?

2025 წლის იანვარში საქართველომ 107 მილიონი დოლარის ღირებულების 143 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად თანხობრივად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო რაოდენობრივად კი საწვავის იმპორტის მოცულობა 45%-ით არის მომატებული.

სტატისტიკის თანახმად, იმპორტის ზრდა ძირითადად რუსეთიდან საწვავის შესყიდვის მატებას უკავშირდება, რადგან ზრდა 49%-ია. მთლიანობაში იანვარში საქართველომ რუსეთიდან 55 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა.

იმპორტში მეორე პოზიციაზეა რუმინეთი 18 მილიონი დოლარით, მესამეზე კი ბულგარეთი 17 მილიონი დოლარის იმპორტით.

2025 წლის იანვარში საქართველოს ნავთობის იმპორტი ასე ნაწილდება - ტოპ 5 ქვეყანა:
ქვეყანა    იმპორტის მოცულობა    ტონა    ზრდა/კლება წინა წელთან
რუსეთი    $55.4 მილიონი;    78,267 ტონა;    49%
რუმინეთი    $17.9 მილიონი;    23,798 ტონა;    66%
ბულგარეთი    $17.3 მილიონი;    22,872 ტონა;    82%
უზბეკეთი    $3.0 მილიონი;    5,100 ტონა;    835%
თურქეთი    $2.5 მილიონი.    2,198 ტონა.    -48%
რაც შეეხება წინა წლის შედეგებს, 2024 წელს საქართველომ 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.6 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა. აქედან 520 მილიონი დოლარის ნავთობი რუსეთიდან, $184 მილიონის ბულგარეთიდან, $164 მილიონის კი რუმინეთიდან.