2024 წელს, საქართველომ $84,5 მლნ-ის კოსმეტიკა შეისყიდა - სად ვყიდულობთ?

2024 წელს, საქართველოს კოსმეტიკის იმპორტი 13.8%-ით გაეზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ $84,5 მლნ კოსმეტიკური საშუალებები შეიძინა. მაშინ როდესაც, 2023 წელს ქვეყანას $74,2 მლნ-ის კოსმეტიკა ჰქონდა შეძენილი.

ქვეყნისთვის მთავარი საიმპორტო ქვეყანა საფრანგეთია. ის საქართველოს კოსმეტიკის მთელ იმპორტში 26%-ს შეადგენს. ქვეყანამ გასულ წელს $21,9მლნ-ის კოსმეტიკა შეიძინა. მაშინ როდესაც, 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში საქართველოს $14,6 მლნ-ის კოსმეტიკა ჰქონდა ნავაჭრი. არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ქვეყანას ამ ბაზარზე იმპორტი 50.5%-ით გაეზარდა.

2024 წლის კოსმეტიკის საიმპორტო ქვეყნების TOP 10 ჩამონათვალი ასეთია:

საფრანგეთი - $ 21,9მლნ
პოლონეთი -$6,4 მლნ
აშშ - $6,3 მლნ
ბელგია - $5,9 მლნ
გერმანია - $5,3 მლნ
იტალია - $5 მლნ
კორეა, რესპუბლიკა - $4,9 მლნ
თურქეთი - $4,3 მლნ
ესპანეთი - $3,7 მლნ
რუსეთი - $3,6 მლნ