საქართველომ 2025 წლის იანვარში მანდარინის ექსპორტიდან 1.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
უფრო კონკრეტულად, წელს საქართველოდან 1.3 მლნ-ის 2,163 ტონა მანდარინი გავიდა ექსპორტზე, რაც თანხაში 81.4%-ით ნაკლებია, მოცულობაში კი, 81.7%-ით.
ექსპორტირებული მანდარინის 70.4% რუსეთზე მოდის, სადაც 983.4 ათასი აშშ დოლარის 1,523 ტონა მანდარინი გაიყიდა. ზოგადად, იანვარში ქართული მანდარინი მხოლოდ რუსეთსა და სომხეთში გავიდა. სომხეთში 333.3 ათასი აშშ დოლარის 639.4 ტონა.
რაც შეეხება სრულ სეზონს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ექსპორტზე 19.1 მლნ აშშ დოლარის 32,575 ტონა მანდარინი გაყიდა, რაც 25%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.